როდრიგო გოეშის პრეზენტაცია

17 ივნისს halamadrid.ge-ს ფეისბუქ გვერდზე განთავსდა პოსტი მინაწერით: “? BREAKING NEWS – კიდევ ერთი ფეხბურთელი! ❗️❗️❗️მადრიდის „რეალი“ კიდევ ერთ ფეხბურთელს წარადგენს ❗️❗️❗️ ბრავოოო ზიზუუუ, ბრავოოოო პერეეეს ? ???”

პოსტი ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს “რეალმა” მორიგი ფეხბურთელი დაიმატა. სინამდვილეში, საუბარია როდრიგოზე, რომელიც მადრიდულმა გუნდმა ერთი წლის წინ გაიფორმა.

გაუგებარია რა შუაშია ამ ტრანსფერთან “ზიზუ”. საქმე ისაა, რომ როდესაც “რეალმა” როდრიგო იყიდა, “სამეფო კლუბის” მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი იყო.