3 ტყუილი ლეო მესის ტრავმასთან დაკავშირებით

25 სექტემბერს, mybarca.ge-ზე, ლეო მესის ტრავმასთან დაკავშირებით 3 სიახლე დაიდო, სამივე ერთმანეთის საპირისპირო და სამივე ტყუილი.

პირველი მასალის სათაურია “ოფიციალურად: ცნობილია რამდენად სერიოზულია ლეო მესის ტრავმა”. ამ სტატიაში საუბარია, თითქოს “ბარსელონას” წარმომადგენელმა 25 სექტემბერს განაცხადა, რომ ლეო მესი გადარჩა, რაც ტყუილია. “ბარსელონას” ერთადერთი წარმომადგენელი, რომელმაც mybarca.ge-ზე ამ სიახლის გამოქვეყნებამდე განცხადება გააკეთა, ერნესტო ვალვერდეა. მწვრთნელმა 24 სექტემბერს განაცხადა, რომ საჭიროა 25 სექტემბერს გასამართ სამედიცინო შემოწმებას დაველოდოთ.

მე-2 სიახლის სათაურია “დადასტურდა: ითამაშებს თუ არა მესი “ხეტაფესთან”. აქ ტყუილი სათაურია. ამ სიახლის გამოქვეყნების შემდეგ, “ბარსელონამ” ოფიციალური ინფორმაციაც გაავრელცა, მაგრამ დადასტურებული ჯერ მაინც არაა, ითამაშებს თუ არა მესი “ხეტაფესთან”.

მე-3 სიახლის სათაურია “”ბარსელონას” ოფიციალური განცხადება მესის დაზიანებაზე”. ამ მასალაში ვკითხულობთ: “კატალონიელთა ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ლეო 7-10 დღეს გამოტოვებს ბარძაყის მომხრელი კუნთის დაზიანების გამო”, რაც ტყუილია. “ბარსელონა” მკურნალობისთვის საჭირო დროს არ აკონტრეტებს და აცხადებს, რომ ყველაფერი გამოჯანმრთელების პროცესზე იქნება დამოკიდებული.