ტყუილი “თურქი ჰალკის” განცხადებასთან დაკავშირებით

4 აგვისტოს, marca.ge-ზე განთავსდა მასალა სახელწოდებით “თურქი ჰალკი : “ქართველებო დაგასამარებთ, მძულს ქართველი ერი, თქვენს სპორტსმენებს სადაც დავიჭერ…”

მასალის თანახმად, თურქ ჰალკად შერაცხული პიროვნება, რომლის სახელიც ნახსენები არაა, ქართველებს შეურაცხყოფას აყენებს.

გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ სურათზე გამოსახული პიროვნება არა “თურქი ჰალკი”, არამედ Strongest Man-ის მონაწილე ინგლისელი სპორტსმენი ედი ჰოლია, რომელსაც მსგავსი განცახდება არასდროს გაუკეთებია. ასევე დადგინდა, რომ “თურქი ჰალკი” საერთოდ არ არსებობს.

marca.ge-ზე წყაროდ მითითებულია mysport.net.ge, სადაც მსგავსი მასალა არ იძებნება.