ტყუილი რონალდუს განცხადებასთან დაკავშირებით

3 დეკემბერს, ვებგვერდ footballnews.ge-ზე განთავსდა მასალა სახელწოდებით “რონალდოს პირველი კომენტარი ოქროს ბურთის დაჯილდოების შემდეგ”.

მასალის თანახმად, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესის “ოქროს ბურთის” მოგება მიულოცა.

მასალას თან არ ახლავს წყარო, გადამოწმების შემდეგ კი გაირკვა, რომ რონალდუს მსგავსი არაფერი უთქვამს და სიახლე გამოგონილია.